„საქსტატი“ - 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - მათგან 18.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 17.4 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სტატისტიკის თანახმადვე, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.8 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1 პროცენტი - ღორი, ხოლო 4.0 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

„სასაკლაოების მიერ 2024 წლის I კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 28.2 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.1 ათას პირს, საიდანაც 37.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.7 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობებს, „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (62.7 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (16.2 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.9 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (3.5 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (1.3 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.4 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4 პროცენტი).

„2024 წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 324 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 980 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 339 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 89.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 40.8 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14.8 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 16.1 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 16.7 პროცენტი - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.0 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 20.4 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 58.7 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 125.6 მლნ. ლარის ღირებულების (27.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 23.4 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 53.0 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 48.9 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (34.2 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (34.7 პროცენტი) და თევზეულზე (9.7 პროცენტი) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 4.0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 3.2 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 56.6 პროცენტს, თებერვალში - 50.9 პროცენტს, ხოლო მარტში - 50.2 პროცენტს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ცნობითვე, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.3 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. „ელევატორების 12.5 პროცენტი ფუნქციონირებს კახეთის, 12.5 პროცენტი ქ. თბილისში, 9.4 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 9.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 6.3 პროცენტი - გურიის რეგიონში და 3.1 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ში.

2024 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით,75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.6 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 59.8 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2024 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.2 მლნ. ლარის ღირებულების 57.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.4 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79.3 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9 პროცენტს, თებერვალში - 56.2 პროცენტს, ხოლო მარტში - 53.5 პროცენტს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო