ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“ აქვეყნებს

ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (33-ე მუხლის) თანახმად, მნიშვნელოვანია შრომითი ურთიერთობებისა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება; პროფესიული ვალდებულებები დასაქმებულს უნდა უტოვებდეს დროს და საშუალებას შეასრულოს ოჯახური ვალდებულებები.

ევროკავშირის 2019/1158 დირექტივა (work-life directive) ეხება მუშაობისა და პირადი ცხოვრების ბალანსის ასპექტებს. ამ მიზნით, დადგენილია რამდენიმე სახის შვებულება, კერძოდ: დედის შვებულება (დეკრეტული შვებულება), მამის შვებულება, მშობლის შვებულება/შვილის მოვლის შვებულება, მზრუნველის (მომვლელის) შვებულება. ეს უკანასკნელი შვებულება ისეთი დასაქმებულებისთვისაა, რომლებიც ახორციელებენ მათ ოჯახში მცხოვრები ნათესავის მიმართ მოვლას ან დახმარებას.

92/85 დირექტივა დედის დეკრეტული შვებულების შესახებ არეგულირებს და იმპერატიულად სავალდებულოს ხდის დეკრეტულ შვებულებას, რათა ქალი/დედა მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ იმყოფებოდეს შესაბამის ყოფით პირობებში, ხოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ დედამ არ შეწყვიტოს ბიოლოგიური კავშირი ჩვილთან, იყოს მასთან და კვებავდეს. ეს ყველაფერი კი შესაბამისი ფინანსური დახმარებითა და ანაზღაურებით უნდა იყოს გარანტირებული, რომ ოჯახის სოციალური უსაფრთხოება არ დაიღვეს.

ევროკავშირში მოქმედებს 2003/86 დირექტივა ოჯახის ერთიანობის შესახებ. ეს კანონი ეხება მიგრაციის შედეგად დაყოფილი (გახლეჩილი) ოჯახების გაერთიანების დახმარებასა და ხელშეწყობას. დირექტივის მიზანია განსაზღვროს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიერ ოჯახის გაერთიანების უფლების განხორციელების პირობები.

ოჯახის დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგება არამხოლოდ შრომის პოლიტიკის ქვეშ განიხილება ევროკავშირში, თუმცა შრომის სამართლი გაძლიერებულად აქცევს ყურადღებას ამ საკითხს. დასაქმებულის სამუშაო დროის ლიმიტირება, რათა ოჯახისთვის დრო დარჩეს, შვებულებების მრავალსახეობა, ანაზღაურების ასპექტი, ოჯახის ერთიანობის პრინციპი - ეს ყველაფერი ემსახურება ოჯახის ღირსეულ არსებობას.

ევროკავშირის სამართალი ცხადად მიუთითებს, რომ ოჯახის უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული ეკონომიურად და სოციალურად.

ოჯახის დაცვისა და უსაფრთხოების ევროკავშირისეული სტანდარტის არსებობა საქართველოში - ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირთან დაახლოების სფეროში.

აქვე, განმარტებისთვის: ევროკავშირს არ აქვს კომპეტენცია (წევრი ქვეყნებისგან არ აქვს გადაცემული უფლება) მიიღოს კანონმდებლობა ოჯახის სტატუსის შესახებ. ამდენად, ევროკავშირი არც განსაზღვრავს და არც ერევა ამ საკითხში. ეს თითოეული ქვეყნის ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი საკითხია.

მოგვწერეთ, გვკითხეთ

eka_kardava@yahoo.com

ekakardava2014@gmail.com

european.time.geo@gmail.com

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის