კობა კობალაძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ქართული დელეგაციის წევრები, ქალაქ ლაიფციგში, საპროთეზო ორთოპედიული საშუალებების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ, სადაც თანამედროვეობის წამყვანი საპროთეზო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ სფეროში ტექნოლოგიურ ნოვაციებს გაეცნენ.

„გამოფენის მონაწილეთა შორის იყო ამ სფეროში ლიდერი გერმანული კომპანია_ ოტტობოკი, რომელთანაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

პირველად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოტტობოკთან თანამშრომლობას, 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. მემორანდუმის ფარგლებში, სამსახურის 53 ბენეფიციარს დაუმზადდა მაღალი დონის საპროთეზო საშუალებები. კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, დავით ძებისაშვილი და თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი შეხვდნენ ოტტობოკის რეგიონულ მენეჯერს, ანატოლი ტირიკს და პრეზიდენტს აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტიმ შაფერს. შეხვედრაზე დაიგეგმა ამპუტანტი ვეტერანებისთვის შესაბამისი საპროთეზო საშუალებებით უზრუნველყოფა, ვეტერანთა შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის, განახლდა სამმხრივი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ, თეა ერისთავმა და ტიმ შაფერმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, საპროთეზო და სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევას სამსახურის იმ ბენეფიციართათვის, ვინც უკვე სარგებლობს ოტტობოკის მიერ წარმოებული საპროთეზო საშუალებებით და საჭიროებს დამხმარე საშუალების ან პროთეზის განახლებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია