გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი - მოსამართლე შეჯიბრებითობის სტანდარტს გასცდა, გაქარწყლებულ ნასამართლობაზე იმსჯელა და პატიმრობა ამიტომ გამოიყენა - საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილია

მოსამართლე [დავით მგელიაშვილი] შეჯიბრებითობის სტანდარტსაც გაცდა და პროკურორს რა არგუმენტიც არ დაუსახელებია, ის არგუმენტი მან დაამატა - გაქარწყლებულ ნასამართლობაზე იმსჯელა, თან ისიც თქვა, ეს კი არაფერ კავშირშია, მაგრამ პატიმრობას [გიორგი ოკმელაშვილის] მიმართ მაინც ამის გამო გამოვიყენებო, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის, გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილია, სრულ მასალაში კი, ნიღბიანების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა ჩანს.

„აბსოლუტურად შაბლონური შუამდგომლობა იყო წარმოდგენილი, კონკრეტული ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პატიმრობა რატომ უნდა გამოყენებულიყო, მხოლოდ თეორიული მტკიცებულებები და შაბლონური ტექსტი მოვისმინეთ. მოსამართლემ რა თქმა უნდა, ეს ტექსტი გაიზიარა, ის კი არა, მოსამართლე შეჯიბრებითობის სტანდარტსაც გაცდა და პროკურორს რა არგუმენტიც არ დაუსახელებია, ის არგუმენტი მან დაამატა - გაქარწყლებულ ნასამართლობაზე იმსჯელა, თან ისიც თქვა, ეს კი არაფერ კავშირშია, მაგრამ პატიმრობას მაინც ამის გამო გამოვიყენებო.

რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, ის კონტექსტიდან ამოგლეჯილია, სულ სამწამიანი ვიდეომტკიცებულებაა, სადაც გიორგისა და სამართალდამცავს შორის შემხებლობა ჩანს. თუკი, ამ ვიდეომტკიცებულებას რამდენიმე წამით ადრე გადავახვევთ, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ვნახავთ, ვნახავთ რომ ნიღბიანი პირების მხრიდან ადამიანების მიმართ ძალის გადამეტება იყო, ამაზე მეტიც კი, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა. ეს ვიდეოები იმ ეტაპზე აუცილებლად იქნება სასამართლოში წარმოდგენილი, როცა მტკიცებულებების განხილვა მოხდება.

გიორგისთან დაკავშირებით, დაახლოებით, ორი შემხებლობის ვიდეო გაავრცელეს, თუმცა, პირველი ამოიღეს. თუ ამ ვიდეოს რამდენიმე წამით ადრე გადავახვევთ, ვნახავთ ნიღბიანი პიროვნება რას აკეთებს, როგორ ექცევა აქციაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს. გიორგის შემხებლობა ამ ნიღბიან პირებთან მხოლოდ ის იყო, რომ მშვიდობიანი ადამიანები ამ ნიღბიანი მოძალადეებისგან დაეცვა.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, მას მცირე ოდენობით შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა, შეძენა-შენახვის ფაქტი შესაბამისი ექსპერტიზით დადგენილი არ არის, სწორედ აღნიშნულით უნდა დადგინდეს, რამდენად იყო შემხებლობაში გიორგი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან. ქიმიურმა ექსპერტიზამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ეს ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი იყო“, - განაცხადა ქათამაძემ.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024