გია ხუხაშვილი - „მალულად ჩამატებული მუხლები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას

„მალულად ჩამატებული მუხლები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - არის მალულად ჩამატებული მუხლები“.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსობრივ დავებში შესვლა და იმის თქმა, რომ „უი, ეს რა ჩაუწერიათ“, აბსურდია.

„მგონია, რომ ეს მორიგი ვირეშმაკობაა. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა და ხმაური გამოიწვიეს იმ მარტივი მიზნით, რომ ისინი ხომ ვითომ მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებენ? თუ გინდა რომ რაღაც გააძვრინო და საზოგადოება ამას არ იღებს, კიდევ უფრო მძიმე ფორმა უნდა მისცე, გადაიტანო მასზე აქცენტები, შემდეგ ეგ დათმო და რისი გატანაც გინდა ის შეგრჩება ხელში. ჩვენ თუ ამაზე გადავიტანთ აქცენტს, ბოლოს იტყვიან, რომ „ეს არ მოგწონთ? კარგი, ამას ამოვიღებთ“. ჩვენ ამ ვირეშმაკულ თამაშში არ შევიდეთ. სალომე ზურაბიშვილმა მათი თამაშები გაშიფრა და თქვა, მე რომ ახლა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე, ეს უკვე ამ კანონის ირიბ ლეგიტიმაციას ახდენსო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ „უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ“.

„ჩვენ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ჩვენ არ უნდა ავიდეთ დაპირისპირების ტატამზე, რაზეც ეს ხელისუფლება ოცნებობს. ხელისუფლება დღეს არის გალიაში გამომწყვდეული, მშიერი, შეშინებული მხეცის მდგომარეობაში, რომელიც საკბილოს ეძებს. არ უნდა მივცეთ ეს საკბილო და უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა ყველა ამ სისაძაგლეზე. ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა გვეყოს იმის სიბრძნე და ნერვები, რომ ეს ავიტანოთ, უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ. არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა