ევროკავშირის ელჩი - გაიწვიეთ ეს კანონი - ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, უნდა დავაჩქაროთ მუშაობა  რეფორმებზე და გადავჭრათ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა... მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი, მაგრამ არსებითად ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი. დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის ევროკავშირის ინსტიტუტების ჯგუფი და ასევე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა [სიმუქის] ჩრდილები. თუმცა, საერთო მიმართულება სრულებით ნათელია და არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს გაურკვევლობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველო ათწლეულების განმავლობაში აკაკუნებდა ევროკავშირის კარზე, რომელიც დაკეტილი იყო, თუმცა, მისივე თქმით, „ახლა კარები საბოლოოდ გაიღო და ეს არის სასწაული“.

„დიახ, ჩვენ ვუხსნით კარებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და რა ხდება [საქართველოში]? - ვხედავთ ყოყმანს, ეჭვებს, ფეხის ათრევას. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია. დიახ, მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ გავხსენით ჩვენი კარები და გადავდივარ თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე: ვიმედოვნებთ, რომ არ გადავალთ ფორმულიდან - მეტი შედეგი მეტი ძალისხმევისთვის, ნაკლები შედეგი ნაკლებისთვის - ფორმულაზე, რადგან ეს საშინელ გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. და ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალო ხალხი, უბრალო ქართველს მოუწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების საფასურის გადახდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, არ დავუშვა, რომ ეს მოხდეს. ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენო ყოველი შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს, რათა არ გადავიდეთ მოვლენების ამ უარყოფით სპირალში, რომელიც რიგით ქართველს ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, საქართველო ღია კარში უნდა შევიდეს.

„ვფიქრობ, ქართველები გზაჯვარედინზე იმყოფებიან, სადაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ, განვითარების რომელ კურსს აირჩევენ და როგორი მომავალი სურთ მათთვის და მათი შვილებისთვის. მე მოხარული ვარ, რადგან საბოლოოდ, მრავალწლიანი, საკმაოდ რთული დისკუსიის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მყისიერი უნდა იყოს.

საქართველოს გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის ღია კარში. კარი ღიაა, თუმცა თქვენ მასში უნდა შეხვიდეთ. ამ მიზნისთვის, თქვენ გჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ნორმებსა და წესებს. კიდევ ერთხელ, თავად საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ კლუბის წევრობა სურს. ამ კლუბს გარკვეული წესები აქვს და მათი გათვალისწინება სჭირდება. როდესაც ხალხის სახეებს ვხედავ, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, მათგან უამრავი ახალგაზრდაა, მომდევნო წლების განმავლობაში გახდებიან ევროკავშირის მოქალაქეები და ამ ოცნების ასახდენად კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში არ მოუწევთ მოცდა.

იქიდან გამომდინარე, რომ თავად პოლონელი ვარ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობა იყო უდიდესი ოცნების ახდენა. ქვეყანა მნიშვნელოვნად წინ წავიდა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ევროპელი და ვარ პოლონელი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იგივე ელოდებათ ქართველებსაც. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან.

ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ელჩმა უპასუხა სანქციებზე დასმულ კითხვას და აღნიშნა „როგორც ვიცი, ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს დადგეს დღის წესრიგში, თუმცა არ არის ამ მომენტში“.

ინტერვიუ სრულად

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე