მამუკა მდინარაძე - ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა: რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.

მდინარაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, რა არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში. ამ კითხვას კი, მისი თქმით, დაემატა მეორე შეკითხვა - „რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული“.

სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს!

ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო!

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!

ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს!

შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს?

#კისაქართველოსდამოუკიდებლობას

#კიგამჭვირვალობას

#ღირსებითევროპისკენ”, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე