შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია - ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის, რატომღაც ჩვენთვის არ უნდა იყოს - უსაფრთხო გარემო რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა უცხოური გავლენის გამჭვირვალობა

ჩვენს გარშემო პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია საქართველო და იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ფაქტები უცხოური გავლენის შეზღუდვის საჭიროებას აჩვენებს.

„სხვა დროსაც მითქვამს, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი [უცხოელი] პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია. ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის, ან ევროპული ქვეყნებისთვის, რატომღაც, საქართველოსთვის მისაღები არ უნდა იყოს. სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს იმას აჩვენებს, რომ სხვებს რაღაც უფლება აქვთ და ამ უფლებას თითქოს, ჩვენ არ გვაძლევენ. თავის მხრივ, ეს უცხოური გავლენის შეზღუდვის საჭიროებას აჩვენებს იმ მხრივ, რომ როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა ხდება, ამისთვის საჭიროა, გამჭვირვალობის გარკვეული დონე იყოს და მავნე ჩარევა შეიზღუდოს. თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და შესაბამისად, ევროკომისიის ინიციატივაა ის დირექტივა, რომელიც ევროკავშირში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეხება. ამიტომ, ეს გარკვეულწილად აჩვენებს საქართველოს მიმართაც ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, საფრანგეთი კანონს იღებს, ამერიკაში, ისრაელში [კანონი] მოქმედებს, ყველა ქვეყანა ფიქრობს ამაზე, ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, ამიტომაც მიდის ერთიანი დირექტივის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არჩევანი კი არ ექნებათ, ვალდებულება ექნებათ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა უზრუნველყონ. ამ პროცესის ნაწილია საქართველო, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს, ჩვენს გარშემო პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია საქართველო და იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება