შალვა პაპუაშვილი - ყველა კვლევა აჩვენებდა და თავადაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებს არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ

ყველა კვლევა აჩვენებდა და თავადაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებს არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან და სავარაუდო ერთიან სიებთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ხვდება, რომ არავითარ ძალას არ წარმოადგენენ, ამიტომ ბოლოს „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან, რომ რამენაირად იქნებ პარლამენტში მოხვდნენ.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით-არანაირი შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მის ანასხლეტებს არ აქვს. ბოლოს თავადაც ხვდებიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან, რომ რამენაირად იქნებ მოხვდნენ პარლამენტში და სიაში რაღაც ადგილი დაიკავონ. ყველა კვლევა აჩვენებდა და თავადაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებს არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ. უბრუნდებიან თავის წიაღს, „ნაციონალური მოძრაობის“, უნდათ პარლამენტში თბილი ადგილები მოიპოვონ. როგორც ჩანს, ეს გველის წინ ამ სიებთან დაკავშირებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილს როლს, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა თავისი სამართლებრივი და მორალური არჩევანი უკვე გააკეთა, როდესაც კონსტიტუცია დაარღვია და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა სიაში ეწერება.

„სამართლებრივი იმ მხრივ, რომ არღვევს კონსტიტუციას და არის საქართველოს ისტორიაში, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევის განაჩენი გამოუტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე შევა ის სამართლებრივად საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება მორალურ არჩევანს, მგონი ამას ბევრი აფასებს. როდესაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა სიაში ეწერება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთლიანად გადაუსვა ხაზი მის მანამდე არსებულ პოლიტიკურ კარიერას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება