პოლიციამ ნაძალადევის რაიონში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ნაძალადევის რაიონში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის საფუძველზე, მამაკაცმა ბლაგვი საგნით ჭრილობები 4 პირს მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ. - ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ. - ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ. - ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ. - ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა გ.მ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის