შალვა ალავერდაშვილი - მინდა ვიკითხო: რად ღირს კანონი, როცა ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და მარტივია მისი ჩამონგრევა

მინდა ვიკითხო: რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბანდებას ერიდებიან.

„წელს, როდესაც ჩავთვალეთ, რომ თანდათანობით უკეთესი წელი გვაქვს, უკეთესი ჯავშნები მოდის, ხელახლა დაინიცირდა კანონი. მინდა ვიკითხო: განა რას აკეთებს ეს კანონი ამდენს, რად ღირს ეს კანონი, როდესაც საუბარია ჩვენი სექტორისთვის მილიონობით შემოსავლის დაკარგვაზე.

საბანკო სექტორს თვალს ვადევნებ და ვნახეთ ზარალი. განა რა ღირს ეს კანონი? კანონს იმისთვის იღებენ, რომ რაღაც გაუმჯობესდეს და დარეგულირდეს, ჩარჩოებში მოექცეს რაღაც. ამ შემთხვევაში, ამ კანონის ახლიდან გამოტანა რად ღირს, რომ ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა, რყევები. ამ სექტორში ინვესტიციების მიმზიდველობა საკმაოდ შენელებულია. ძალიან ბევრი ინვესტორი, ისედაც ფიქრობდა, რომ სასტუმროების ბიზნესში ფულის დაბნდება მომგებიანი აღარ იყო, ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით იფიქრეს, რომ ფულის დაბანდება არასასიამოვნოა, ბევრი ფიქრობს გადაწყვეტილების შეცვლას“,-აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, მაისის თვის ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა და ყველაზე ცუდი ფაქტია ის, რომ ივნისის ჯავშნები არ იმატებს.

„ამ ეტაპისთვის, ევროპელი ტურისტების რაოდენობა ისე ვერ იზრდება, როგორც გვინდოდა. ჩვენი მთავარ სტრატეგიული მიმართულება იყო ევროპიდან ბევრი ტურისტის მოზიდვა“,- აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო