ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან - არ მოგვისმენია არგუმენტები იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა

სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან, არ გვქონდა არანაირ კონსტრუქციულ დიალოგთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო, პოლიტიკური კუთხით ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს და ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს.

„გეტყვით, რომ პარტნიორებთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ გვექნება დიალოგი. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, ბევრ საკითხზე შევთანხმდებით კიდეც და პროგრესიც გვექნება ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის პოლიტიკური დაახლოების კუთხით. ანუ, იმ პოლიტიკის გატარების კუთხით, რომელიც ორი მხარის დღის წესრიგში არის დასმული. ჩვენ ვასრულებთ ძირითად პრიორიტეტებს, რომელზეც საუბარი ჰქონდა ევროკომისიას, ამის თაობაზე მუშაობა არ ჩერდება. ჩვენთვის ევროინტეგრაციის მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი. ეს პრიორიტეტი არანაირად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მიზანმიმართული მცდელობა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას პრიორიტეტები აქვს შეცვლილი, ეს ასე არ არის, პირიქით, ამის თაობაზე მუშაობს ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო იმისთვის, რომ შესრულდეს ის ამოცანები, რომელიც გათვალისწინებული იყო დაახლოების პროცესში. ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო, პოლიტიკური კუთხით ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს და ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს.

რაც შეხება კანონთან დაკავშირებით პროცესებს, სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან, ჩვენ არ გვქონდა არანაირ კონსტრუქციულ დიალოგთან საქმე იმიტომ რომ განხილვის, დიალოგის, დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენების ფორმით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. "არა" არგუმენტი არ არის, შეიძლება გქონდეს კონკრეტული არგუმენტები, "ამიტომ არა" და ა.შ. ჩვენს ოპოზიციას შეეძლო ეს პარლამენტის ფორმატში დაეფიქსირებინა. ასევე, არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდანაც, რომ მმართველი გუნდი არის ღია დიალოგისთვის, მათ შორის საჯარო დიალოგისთვის, აქაც არ გვქონდა დიალოგი. არ მოგვისმენია არგუმენტები იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა. ვეტოს ფორმატი იურიდიული ფორმით ითვალისწინებს კონკრეტულ კომენტარებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რომელიც შეიძლება ასახული ყოფილიყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და ეს მზაობაც არაერთხელ დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ეს მომენტიც არ იყო გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიალოგი, კონსტრუქციული მსჯელობა ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროცესი წარიმართა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ჩვენ ასეთი პროცესი ვერ ვიხილეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის