პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ე.წ. ოფშორების კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება - მეტი დასაბუთება უნდა ყოფილიყო, ეს რა სიკეთის მომტანია

კანონპროექტი [ე.წ. ოფშორების] აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება - მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ე.წ. ოფშორების კანონის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის თაობაზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მსხილაძის თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ცვლილებები არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით მიიღეს.

„ყველაზე მთავარი რისკი, რომელსაც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები იწვევს, ისაა, რომ არაა დასაბუთებული, რისთვის კეთდება ეს ცვლილებები. დაჩქარებული წესით იყო მიღებული და სათანადო დასაბუთება არ ახლავს. შესაბამისად, იქმნება კანონების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის დააშოროს. კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება. ძირითადად, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ აღნიშნული ცვლილება არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული. მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, რაც დასაბუთებაში ვერ ვნახეთ. დაჩქარებული წესით ასეთი ცვლილებების მიღება აჩენს ეჭვს, რომ პირიქით, რაიმე ისეთი არ მოხდეს და ქვეყანაში არ შემოვიდეს ისეთი ინვესტიცია, რომელიც იქნება საეჭვო წარმომავლობის“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის მიმართ მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გამოხატეს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო