ევროპის საბჭოს ექსპერტები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - კანონის მოთხოვნების არაპროპორციული ბუნება გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის

კანონის მოთხოვნების არაპროპორციული ბუნება აუცილებლად გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის, თუმცა, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების კანონის ექსპერტთა საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

„კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის მოთხოვნებს, როდესაც შემოსავლის წყაროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიღწევა შესაძლებელია უბრალოდ შესაბამისი სუბიექტების ვებ-გვერდებზე დეტალების გამოქვეყნების მოთხოვნით, რაც უკვე არსებობს მრავალ სუბიექტთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ბევრი დებულება აწესებს მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესახებ, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ უცხო სახელმწიფოებიდან შემოსული შემოსავლის წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სავარაუდო ობიექტთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს ექსპერტების განმარტებით, კანონი დააწესებს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომელიც იქნება ძალიან ვრცელი თავისი ფარგლებით და გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე და არა მხოლოდ მათზე, რომლებიც მისი დებულებებით უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს. „ეს მონიტორინგი ზედმეტად ინტრუზიული იქნება თავისი დიაპაზონითა და სიხშირით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს ექსპერტების განმარტებით, კანონი მოიცავს დებულებებს, რომელიც მარეგულირებელი ზომისთვის აშკარად გადაჭარბებული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

„ამრიგად, კანონის მოთხოვნების არაპროპორციული ბუნება აუცილებლად გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის. თუმცა, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მის დებულებებში არაფერია, რაც მხარს დაუჭერს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, მიუხედავად იმ საქმიანობის ბუნებისა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. კანონის დასაბუთების ამ სისუსტეს ემატება ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ არიან უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლები მხოლოდ მათი ზოგიერთი შემოსავლის წყაროს გამო. ასეთი კავშირი გამართლებული არ არის, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო. რომ შევაჯამოთ: არ არსებობს ამ კანონის დასაბუთება, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია