გიორგი მსხილაძე - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა აღნიშნული კანონით და განმარტებულია, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული.

„პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, განმარტებულია, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, თუ რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი.

რაც შეეხება თვითონ კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ „კანონი ამოქმედდეს ერთი დღით“, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები გამოაქვეყნა.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს