მშვიდობის ხიდის მიმდებარედ ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, ისრაელელი ხალხის 7 ოქტომბრის გმირობის პატივსაცემად და საქართველოსა და ისრაელს შორის მტკიცე მეგობრობის სიმბოლოდ, ისრაელის ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

ისრაელის 76-ე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა და სხვა საპატიო სტუმრებმა მიიღეს.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ: მორან ბენ იშაი და იაირ მოზესი, 7 ოქტომბერს ღაზაში გატაცებული კიბუც ნირ ოზის წევრის, გადი მოზეს შვილები. მათივე ინფორმაციით, გადი, მაშავის გამოცდილი ექსპერტია სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც არაერთხელ ეწვია საქართველოს, რათა დახმარებოდა ადგილობრივ ფერმერებს პროდუქტიულობის გაზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ღონისძიებას ბევრი მისი ქართველი კოლეგა და მეგობარი დაესწრო.

საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა სიტყვით გამოსვლისას მრავალთვიან ომზე, ასევე, "ჰამასის" მიერ აყვანილ მძევლებზე ისაუბრა.

აგრეთვე, მან ისრაელის გმირობაზე და გამძლეობაზეც გაამახვილა ყურადღებაზე, რაც მისი თქმით, გამოვლინდა არა მხოლოდ ბრძოლებში, არამედ მალევე შექმნილ აღდგენით პროგრამებში, რომელიც საერთო კეთილდღეობასა და წინსვლას ემსახურება.

„მათ საპირისპიროდ, ვინც განადგურებას ლამობდა, ჩვენ ვთესავთ პროგრესსა და ინოვაციას კაცობრიობის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა ელჩმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს