ბადრი ჯაფარიძე - “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” - “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში ცვლილებას არ ველოდები

მე შემიძლია, “ქართულ ოცნებაზე” ცნობილი გამონათქვამით გითხრათ - “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. აქედან გამომდინარე, რაიმე ცვლილებას “ქართულ ოცნების” მხრიდან, მათ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში არ ველოდები, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს საზოგადოების დაყოფის, დაპირისპირების გზა.

“ქართულ ოცნებას” არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - ეს არის ანტიამერიკული, ანტიევროპული, ანტიეროვნული, პრორუსული მიმართულება. შესაბამისად, ყველა მათი ნარატივი, თუ განცხადება გამომდინარეობს მათი ანტიეროვნული, ანტიევროპული გზიდან, რომელიც აირჩიეს.

“ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს საზოგადოების დაყოფის, დაპირისპირების გზა და ვეტოს დაძლევაც ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებთან და საზოგადოებაში დაპირისპირება გააღრმაოს, ამას ჩვენ ერთიანობით უნდა დავუპირისპირდეთ. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, ამ განსაცდელიდან ქვეყნის გამოყვანა, რომ ქვეყანა კვლავ ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე დავაბრუნოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე