გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. „რუსულ კანონს" და მასშტაბურ საზოგადოებრივ პროტესტს, ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს და თავად ევროპის საბჭოს ჩართულობას.

„აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცების დღეს, თეოდოროს რუსოპულოსმა განცხადება გააკეთა, სადაც მკაცრად დაგმო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები, ასევე მშვიდობიან დემონსტრანტებზე პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, პრეზიდენტმა რუსოპულოსის თხოვნით ვენეციის კომისია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამზადებს დასკვნას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი უახლოეს დღეებში იქნება.

მისივე თქმით, ასევე, ამ კვირაში ვილნიუსში გაიმართება ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, სადაც იგეგმება საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის