კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან გამართა. მხარეებმა იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, ვიზიტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი.

კობა კობალაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანი, საქართველოში, ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელებაა. ამ კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე სახელმწიფო ინსტიტუციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს