მიხეილ სააკაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ

მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების|“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.

„ამისთვის ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მანამდე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილება ვაიძულოთ, საერთოდ ვაიძულოთ ეს მთავრობა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, ტექნიკურმა, გარდამავალმა, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რომლის ასე თავიდან აცილება უნდა ოლიგარქს და მის ბანდას. ახლა ყველა ადამიანისთვის დგება სიმართლის მომენტი. ხვალ და ზეგ თუ ისევ გავაგრძელებთ განსხვავებებზე ლაპარაკს, თუ ისევ გავაგრძელებთ: „იმასთან არ შევჭამ, იმასთან არ დავჯდები, იმასთან არ ვილაპარაკებ და ერთად არ ვიბრძოლებ“, მაშინ რა დაგვრჩება? მაშინ აღარაფერი აღარ ვიქნებით. ყველა სათითაოდ განადგურდება და გაცამტვერდება. ნუთუ ამის გაგება ასე ძნელია? ჯერ ვართ ბრძოლის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მძლავრი გამოღვიძება არის საქართველოში.

„დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. უნდა შეეგუოს ყველა, რომ მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, პირდაპირ ელაპარაკონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მათ შორის ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს მიღწევებზე საუბრებით, მაგრამ საბოლოოდ, ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ახლა ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, გვყოფს, მაგრამ ერობით გაგვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ერთობისკენ გზას ვიპოვით. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი დავთმო და ყველაფერს შევუწყო ხელი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიცოცხლე დავთმე ამ ერთობისთვის და იმისთვის, რომ მოძრაობა დაწყებულიყო. ნათლად ვხედავდით, სად მიათრევდნენ საქართველოს და რას გვიპირებდნენ, ამაზე ვსაუბრობ ამდენი წელია. კარგით, ვიღაცას არ უნდოდა სააკაშვილის მოსმენა და დღესაც არ უნდა, თქვენ ვისი მოსმენა გინდათ? თქვენ მიაწვდინეთ დანარჩენებს ხმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე