საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, სახელობით კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, სახელობით კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ.

მეცნიერები წარადგინა და დიპლომები გადასცა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.

როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, დიპლომი გადაეცა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მეცნიერთა საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს გადაეცა პრემია. აკადემია ყოველ წელს აცხადებს კონკურს, წელს, დაახლოებით, 40 მეცნიერია წარდგენილი, მათგან ნაწილი ახალგაზრდაა. პრემიები წახალისების მიზნითაც არის დაწესებული. დაჯილდოვდა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელი. საგულისხმოა, რომ მათ შორის, საზოგადოებრივ მეცნიერებაშიც საკმაოდ საინტერესო ხალხი გვყავს, ვისაც პრემია გადაეცა. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება სამომავლო საქმიანობაში“,- აღნიშნა როინ მეტრეველმა.

ამასთან, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემიის მფლობელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა მის წიგნს, რომლის სახელწოდებაა: „ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“.

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემიის მიღება. ჩემს წიგნს მიენიჭა, რომელიც გამოვიდა 2021 წელს და მისი სახელწოდებაა: „ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“. საუბარია XX საუკუნის მეორე ნახევრის მოვლენებზე, „ცივი ომის“ ეპოქაზე. რაც შეეხება მიხეილ მუსხელიშვილს, მას დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლების შექმნაში, აქტიურად მონაწილეობდა”, - აღნიშნა აბაშიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის „ელექტრომაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალკომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“;

გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია - აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომოლოგიური ალგებრა“;

გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია - აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილს, მეცნიერებათა დოქტორ რევაზ ქავთარაძეს, აკადემიურ დოქტორებს: გიორგი ჭილაშვილსა და მერაბ ღლონტს შრომათა ციკლისათვის „წყალბადის ძრავას ეკოლოგიური მახასიათებლების პროგნოზირება და გაუმჯობესება 3D მათემატიკური მოდელების გამოყენებით“;

ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ახობაძეს მონოგრაფიისათვის „მაკროსისტემების მათემატიკური მოდელირების საკითხები ენტროპიის მაქსიმიზაციის პრინციპის საფუძველზე“.

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია - უფროს მეცნიერ თანამშრომელს ზაზა ლეჟავას, მთავარ მეცნიერ თანამშრომელს კუკური წიქარიშვილს, უფროს მეცნიერ თანამშრომელს ლაშა ასანიძეს ნაშრომისათვის „საქართველოს ბაქნური კარსტი“

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია - გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ თამარ წუწუნავას, გეოლოგიის აკადემიურ დოქტორებს გიორგი ბერიძესა და ირაკლი ჯავახიშვილს შრომათა ციკლისათვის „კავკასიონის კრისტალინიკუმის მეტამორფიზმისა და მაგმატიზმის პრობლემები“

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია - ქიმიის მეცნიერებათა დოქტორებს გიორგი წინწკალაძესა და თეიმურაზ კორძახიას შრომათა ციკლისათვის - „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“

იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია - მთავარ მეცნიერ თანამშრომელს მაია მერლანს, მეცნიერ თანამშრომელს ვახტანგ ბარბაქაძეს, უფროს მეცნიერ თანამშრომლებს ლალი გოგილაშვილსა და ლელა ამირანაშვილს შრომათა ციკლისათვის - „მცენარეული ბიოპოლიმერების სინთეზური ანალოგიების მიღება და მათი შედარებითი ბიოლოგიური აქტივობა“

ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ ირინა შატილოვას, გეოლოგიის დოქტორ ირმა კოკოლაშვილს, ბიოლოგიის დოქტორ მაია ბუხსიანიძეს, გეოლოგიამინერალოგიის დოქტორ კახაბერ ქოიავას, გეოლოგიის დოქტორ ლამარა მაისურაძეს (გარდაცვალების შემდეგ), გერმანელ მეცნიერ ანგელა ბრუხს წიგნისათვის „გვიანკაინოზოური ბიომოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ფორამინიფერების და პალინოლოგიური მონაცემების საფუძველზე“;

სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ელისაშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიკოსებს, დოქტორებს ევა ქაჩლიშვილს, მიხეილ ასათიანს, ეკა მეტრეველს, თამარ ხარძიანს, აზა კობახიძეს, ვიოლეტა ბერიკაშვილს შრომათა ციკლისათვის „ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია და ბიოქიმია“

ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია - აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებს მანანა დაშნიანს, მზია ჟვანიასა და ბიოლოგიის აკადემიურ დოქტორ მაია ბურჯანაძეს კვლევათა ციკლისათვის „მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები ნორმასა და პათოლოგიაში: სისტემური, სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“

გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია - მედიცინის აკადემიურ დოქტორ ზვიად ბახუტაშვილს შრომათა ციკლისათვის „გულის შეძენილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა“

გიორგი გიგაურის სახელობის პრემია - აკადემიკოს ვანო პაპუნიძეს შრომათა ციკლისათვის „სატყეო სწრაფმოზარდი მერქნიანი სახეობების სანერგეების შექმნა”

ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორ მარიამ ხომასურიძეს სახელმძღვანელოსათვის „ღვინის ზადი და ნაკლი“

ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კალანდიას ნაშრომისათვის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“

მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ აბაშიძეს წიგნისათვის „ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“

კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია - აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძეს წიგნებისათვის: 1. „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“; 2. „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხის-ტყაოსანი“ და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები“

სერგი ჯიქიას სახელობის პრემია - პროფესორ ნოდარ შენგელიას მონოგრაფიათა ციკლისათვის „ოსმალური დავთრები საქართველოს შესახებ“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო