ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024) გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია), ახალგაზრდული ნაკრები – ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში (აგვისტო, მოლდოვა) და ძირითადი ნაკრები – მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადაში (სექტემბერი, ეგვიპტე).

„ეროვნულ ოლიმპიადას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ორგანიზებას უწევს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან 7-12 კლასებში. ოლიმპიადა ტარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: 7-8, 9-10 და 11-12 კლასები.

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს მოეთხოვებათ ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნა (C++). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით (CMS).

პირველი, ონლაინ ტური უკვე გაიმართა 28 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 240-მდე მოსწავლემ. ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: geoi.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე