კობა კობალაძე აშშ-ში გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS -ის (Tragedy Assistance Program for Survivors- ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის'') სათავო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი შეხვედრა, TAPS-ის 30-ე ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას TAPS-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა შეხვედრაზე განაცხადა, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ერთმანეთთან, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას.

„შეხვედრაზე, კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს ქვეყნის განვითარებაში. მან მადლიერება გამოხატა იმ ჰუმანიტარული პროექტების, თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობისთვის, რასაც ამერიკა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა, ისაუბრა იმ პროგრამებზეც, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მან, მადლობა გადაუხადა ქალბატონ ბონი ქეროლს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ TAPS-თან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ, ახალ, უფრო მჭიდრო და ქმედით ეტაპზე გადაიყვანა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, 2002 წელს მინიჭებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია