თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები" გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სექციათა ჭრილში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრება.

ინფორმაციის მიხედვით, კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ. იური ნოზაძემ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუნებაში გამქრალი სახეობების თუ ჯიშების რეინტროდუცირებისათვის გენეტიკური რესურსების კონსერვაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აგრობიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სხვა აქტივობები საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის უახლესი წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სახელმწიფო ინსტიტუციების აღნიშნულ საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC), საქართველოს ეროვნული და სოფლის მეურნეობის აკადემიის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, უნივერსიტეტების, ფერმერთა გაერთიანებების ხელმძღვანელმა პირებმა და წარმომადგენლებმა მიმართეს.

„საერთაშორისო კონფერენცია ემსახურება მცენარეთა გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობის გაანალიზებას, მისი შენარჩუნება-დაცვის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული კვლევის შედეგების გაცვლას, გაზიარებას და სამომავლო პერსპექტივებს“, - აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სიტყვით გამოსვლისას.

„საერთაშორისო კონფერენცია ადგილობრივ, საერთაშორისო მეცნიერებს და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის სხვადასხვა მეთოდის შესახებ წარმოადგინონ განხორციელებული კვლევის შედეგები და მათი მდგრადი გამოყენების პერსპექტივებზე იმსჯელონ.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით იმართება, 22 მაისს გაიხსნა და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ორდღიანი პლენარული სხდომების და თემატური სესიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას, ასევე წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს, თესლის გენეტიკურ ბანკსა და სამეცნიერო-კვლევით სივრცეებს ესტუმრებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას