შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. საუბარი შეეხო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

“შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საუბარი, ასევე, შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორს კანონის მიზანი და შინაარსი გააცნო. მან აგრეთვე კანონთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგისთვის ღიაობა დააფიქსირა“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამხურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება