ბადრი ჯაფარიძე - დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები ემსახურება და წარმოადგენს ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები ემსახურება და წარმოადგენს აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რითაც ის აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ აქტს აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები „ოცნების“ წარმოებული პოლიტიკისა და ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივის აქტების საპასუხოდ.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიცირება -დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს.

რამდენადაც დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი „ოცნების“ პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები "ოცნების" წარმოებული პოლიტიკისა და ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივის აქტების საპასუხოდ“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია