ანა ნაცვლიშვილი - ადამიანს, რომლის ტვინიც გაწვრთნეს ისე, რომ ყველა ინფორმაცია გადახარშოს კრემლის დეზინფორმაციის სტილში, დაემართებოდა ის, რაც დაემართა - კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა

ადამიანს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და რომლის ტვინიც გაწვრთნეს ისე, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც მას მიეწოდება, გადაითარგმნოს და გადაიხარშოს კრემლის დეზინფორმაციის სტილში, რა თქმა უნდა, დაემართებოდა ის, რაც დაემართა - კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა, - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, კობახიძეს ასევე სჭირდება მხარდაჭერა, რომ კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან გათავისუფლდეს.

“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა. მას ასევე ესაჭიროება გათავისუფლება (ამას რამდენად მოახერხებს არ ვიცი) კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან. მისი გონება ყველა ინფორმაციას თარგმნის, როგორც ეს ასწავლეს კრემლის დეზინფორმაციის მანქანაში. მას სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა და ასევე, მხარდაჭერა, რომ კრემლის პროპაგანდისტული აზროვნების ალგორითმისგან გათავისუფლდეს, თუმცა რამდენად პერსპექტიულია ეს, არ ვიცი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ენტონი ბლინკენის განცხადებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იმაზე, რომ “აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს”, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში დემოკრატიული პროცესების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება”.

“ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს და მტრობენ საქართველოს და აშშ-ს შორის მრავალწლიან მეგობრობას, მოუწევთ პერსონალური სანქციების მიღება, ადასტურებს, რომ ამერიკა მოქმედებს ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის და ათი ათასობით მოქალაქის მხარდასაჭერად, რომელიც მთელი თვეა ქუჩაში დგას რუსული ხელისუფლების და რუსული გეგმის საწინააღმდეგოდ, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვას. ეს არის მხარდაჭერის დადასტურება და ამავე დროს ქმედებაზე გადასვლა იმ პირების მიმართ, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე აპირებდნენ, რომ აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მოეწყოთ კომფორტული ცხოვრება. ასე არ იქნება. ის, ვინც ღალატობს ხალხის ნებას და კონსტიტუციას, მოუწევს პერსონალური პასუხისგება, მათ შორის არა მხოლოდ ამერიკული სანქციების, არამედ, როდესაც შევქმნით ევროპული სტანდარტის ქართულ მართლმსაჯულებას, ამ ადამიანებს მოუწევთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, ეს არის ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს წინაშე. ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ მისი რუსული ნაბიჯები ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოს მეგობრობას და პარტნიორობას. ამ ნაბიჯის გადადგმა არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი არჩევნების გზით გაისტუმრებს რუსულ ხელისუფლებას და აირჩევს დემოკრატიის და ევროატლანტიკური კურსის ერთგულ ხელისუფლებას, ეს საკითხი არათუ დღის წესრიგიდან მოიხსნება, არამედ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა და ახალი ხელისუფლება ძალიან სწრაფად იმუშავებს, რომ საქართველომ მიიღოს ყველა დახმარება და მხარდაჭერა, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის და თავდაცვის სფეროებში უპრეცედენტო შეთავაზება, რაც დაანონსებულია”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო