ირაკლი ლექვინაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

23 მაისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დეტალურად მიმოიხილა.

„ორი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. მადლობა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის პროექტში მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარეს. დღეს, პროექტის ექსპერტების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, პროექტის დაწყების ეტაპზე 60%-ს შეადგენდა, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით იყო 70% და დღეს არის 85%.

პროექტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, 30-მდე კანონქვემდებარე დოკუმენტი და სხვა სახელმძღვანელო მასალა დამუშავდა. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მარეგულირებელი უწყებების ჩართულობით მომზადდა. ასევე, პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, შეიქმნა 4 საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელიც ყველა ქართულ მედია არხზე განთავსდა.

საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 80-მდე მრგვალი მაგიდა, სემინარი და სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის მონაწილეობით. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, მარეგულირებელ უწყებების, სასამართლო ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. განხორციელდა 4 სამუშაო-სასწავლო ვიზიტი ვენაში და ვილნიუსში, რომელიც სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ 2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. 2020 წელს, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა. 2021 წლიდან, დაგვემატა ანტიდემპინგის რეგულირების ფუნქცია, 2022 წლიდან კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება. გატარებული რეფორმების პარალელურად, ჩვენმა უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სხვადასხვა სექტორებს შეეხებოდა", - განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის მისიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, პროექტში მონაწილე უწყებებს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ - სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლების, პროექტის პარტნიორი - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, ადგილობრივი კოლეგა უწყებების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იოლანტა იავანაუსკიენე, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე; ლუკას კავადა, ავსტრიის ფედერალური კონკურენციის სააგენტოს საერთაშორისო მრჩეველი; გოდა ალექსაიტე, ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს დირექტორი; ირმა ურმონაიტე, პროექტის ხელმძღვანელი, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვები.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი (EU Twinning Project) "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას სააგენტოს - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის