ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს შეხედულებები და ინფორმაცია თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის სტატისტიკა და დატვირთულობის მაჩვენებლები.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ტურიზმის წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ხედვებზე. როგორც აღინიშნა, ტურიზმის სექტორთან ტრადიციულად გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შეჯერებული პოზიციებით მოხდეს მნიშვნელოვანი, სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ზოგადად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სექტორს ჰქონდეს ინფორმაცია არამარტო მთლიანი ეკონომიკური სურათის, არამედ იმის შესახებაც, თუ რა აკეთებს და გეგმავს მთავრობა ტურიზმის დარგის მუდმივი, აქტიური მხარდაჭერისთვის.

„ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამჯერადაც ასე გაგრძელდება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდის დინამიკა გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„კარგ ეკონომიკურ დინამიკას ვინარჩუნებთ - ჩვენი შეფასებით, აპრილის თვის მონაცემები ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მათ შორის 18.5% იყო დღგ ბრუნვები. როგორც ვიცით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8% იყო, აპრილი კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. ეს საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დარგობრივ ჭრილში არის უფრო წარმატებული და ნაკლებ წარმატებული დარგები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება გამოწვევა ან გარკვეული პრობლემა არსებობდეს, დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ დარგის წარმომადგენლებთან. თუ ჩვენი ინტერვენციები იქნება საჭირო, ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩავერიოთ, შეიძლება ეს იყოს მოკლევადიანი ჩარევა ან უფრო გრძელვადიანი - რაც საჭიროა, მზად ვართ, გავაკეთოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისი, საიდანაც ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე იზრდება ფრენების სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან - 17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.

„მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ტურისტული სეზონის წარმატებულად ჩატარების კუთხით სამინისტროსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, როგორც სამინისტრო, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სექტორის ხელშეწყობის, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების დამატების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024