სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია.

როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან.

"რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია ჰქონდათ, რომლითაც ისეთი ხალხი შეუშვეს ლექციაზე დასასწრებად, რომლებიც ვერავინ ვერ ამოიცნო, რომ მისი სტუდენტები არიან. სავარაუდოდ ,"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ", - განაცხადა პროტესტის მონაწილე ნიკო მანაგაძემ. ადგილზე, კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით ისევ დგანან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.

უნივერსიტეტის შესასვლელებს კი საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის განსაკუთრებული რაოდენობა იცავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს