ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს

გამწვავებულ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ასე გართულებულ ურთიერთობებს, სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის აღიარებას და რა გავლენას იქონიებს მომხდარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, ირანის პრეზიდენტ რაისის დაღუპვა რა კორექტივებს შეიტანს ირან-რუსეთისა და ირან-ჩინეთის ურთიერთობებში, ასევე იმაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რაისის დაკრძალვაზე პრემიერ კობახიძის ჩასვლას მოჰყვება თუ არა 3+3-ის ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე დათანხმება, ”ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების თემაზე სასაუბროდ, ასევე იმაზე სამსჯელოდ შეგეხმიანეთ, თუ რას გამოიწვევს და როგორ აისახება მომხდარი ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ხამასს შორის მიმდინარე ომზე.

მაგრამ, იმის გამო, რომ ბოლო დღეებში ამერიკა - საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობების მომსწრე ვართ, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა - ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”.

უკვე ვიცით, რომ ვაშინგტონის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა შეეხებათ იმათ, ვინც აშშ- აზრით, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილეა“. სავიზო შეზღუდვა მათ და მათი ოჯახის წევრებზე გავრცელდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კი საქართველოს თემაზე განაცხადა - თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება“.

საქართველოს თემაზე როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპის დედაქალაქებში არა ერთი საკმაოდ მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ფაქტი ისაა, რომ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 33-ე წლისთავს აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობებით ხვდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში ხდება?

- ვითარება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ნამდვილად რთულია. აქ საინტერესო საკითხი ისაა თუ რამდენად შეძლებს საქართველო საგარეო ურთიერთობებში ერთგვარი ბალანსის დაჭერას.

რთულია თანამედროვე მსოფლიოში თავის გატანა თუ სრულად ერთ რომელიმე მოთამაშეზე ხარ დამოკიდებული. ამიტომაც, პატარა ქვეყნები ცდილობენ ერთდროულად რამდენიმე ძალასთან ახლო, დაბალანსებული ურთიერთობების დამყარებას.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის შანსი საქართველომ ასეთი ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს. ამისთვის კი საჭიროა კოლექტიურ დასავლეთთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეოპოლიტიკის კანონები გვკარნახობს ქვეყნის მეორე, რადიკალურად საპირისპირო ბანაკში გადასვლას, რომელიც შეიძლება არ იყოს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებში.

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის შანსი საქართველომ ასეთი ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს. ამისთვის კი საჭიროა კოლექტიურ დასავლეთთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეოპოლიტიკის კანონები გვკარნახობს ქვეყნის მეორე, რადიკალურად საპირისპირო ბანაკში გადასვლას, რომელიც შეიძლება არ იყოს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებში

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს უჭირდა საგარეო ურთიერთობებში რამდენიმე დიდ ძალას შორის ბალანსის შენარჩუნება. ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა ამის გაკეთებას და, შეიძლება ითქვას, რამდენიმე წლის განმავლობაში მან ეს წარმატებითაც მოახერხა.

თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში ნათელი იყო, რომ არსებული ბალანსის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები დაიწყო. ამის ერთ-ერთი და ალბათ გადამწყვეტი მიზეზი რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება იყო.

არის იმის დიდი ალბათობა, რომ დღეს ქვეყანა იგივე რეალობის წინაშე იდგეს. ერთია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ან ლიდერების გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება პირადი პრეფერენციებით იყო ნაკარნახები, მეორეა ჩვენთან რეგიონში შეცვლილი ძალთა ბალანსი.

თბილისი რეაგირებს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და მთავარია, რომ საგარეო პოლიტიკის ამ ცვლილებებში ერთგვარი ბალანსი იყო შენარჩუნებული. ამიტომაც, რთულია მოვუპოვოთ რამე კონტრ-არგუმენტი იმ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები აშშ-სთან მნიშვნელოვანია. ასეთი პოლიტიკის ალტერნატივა კი თბილისი შესაძლოა არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენოს.

თბილისი რეაგირებს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და მთავარია, რომ საგარეო პოლიტიკის ამ ცვლილებებში ერთგვარი ბალანსი იყო შენარჩუნებული. ამიტომაც, რთულია მოვუპოვოთ რამე კონტრ-არგუმენტი იმ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები აშშ-სთან მნიშვნელოვანია. ასეთი პოლიტიკის ალტერნატივა კი თბილისი შესაძლოა არაკომფორტულ ვითარებაში ჩააყენოს

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული, ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმას, თუ როგორ უფუჭდება საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა ევროპასთან და ამერიკასთან.

ბევრი ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპასთან და და ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭების უკან, სწორედ კრემლი დგას. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ გართულებულ ვითარებაში რუსეთი საქართველოში გააქტიურდეს?

თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?

- ვფიქრობ, ის რაც ხდება დღეს საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს. არ იქნება გადაჭარბებული მოსაზრება, რომ მოსკოვში შესაძლოა უკვე სერიოზულად ფიქრობდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტურ გადახრაზე.

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს. არ იქნება გადაჭარბებული მოსაზრება, რომ მოსკოვში შესაძლოა უკვე სერიოზულად ფიქრობდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტურ გადახრაზე

რისი გაკეთება შეუძლია მოსკოვს ამ პროცესის გაღრმავებისთვის ჩვენ ზუსტად არ ვიცით. თუმცა ისიც ცნობილია თუ რა ინსტრუმენტები გააჩნია რუსეთს ამ მიზნის მისაღწევად.

ესენია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ცდუნების შექმნა, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები თუ უბრალოდ სამხედრო საფრთხის გაღვივება. დიდი ალბათობით, მოსკოვი უფრო პრაგმატულ გზას შეარჩევს.

ეს იქნება რუსეთის მხრიდან პირველ ეტაპზე ლოდინის და გარკვეული დატესტვის რეჟიმში ყოფნა, როდესაც რუსეთს მოუნდება სრულად დარწმუნდეს შეიცვალა თბილისის საგარეო პოლიტიკა თუ რუს მმართველებს საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებში დროებით გადახრასთან აქვთ საქმე.

ეს იქნება რუსეთის მხრიდან პირველ ეტაპზე ლოდინის და გარკვეული დატესტვის რეჟიმში ყოფნა, როდესაც რუსეთს მოუნდება სრულად დარწმუნდეს შეიცვალა თბილისის საგარეო პოლიტიკა თუ რუს მმართველებს საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებში დროებით გადახრასთან აქვთ საქმე

- მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს ხამასმა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განახორციელა, ისრაელი აგრძელებს ხამასის წინააღმდეგ ბრძოლას.

მე-8 თვეა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი ისრაელსა და ხამასს შორის. ომის შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ომის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლები. მსოფლიო მეტ-ნაკლები წარმატებით ეხმარება დაზარალებულებს ჰუმანიტარული ტვირთებით. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში პერმანენტულად იმართება აქციები ისრაელის წინააღმდეგ და პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად.

მეტიც, ესპანეთმა ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარეს. ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ მომხდარი არა მარტო გააპროტესტა და ხამასელი ტერორისტების მხარდამჭერ ქმედებად გამოაცხადა.

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მხრიდან პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას ბევრი გარკვეული თვალსაზრისით რუსეთის წარმატებადაც კი მიიჩნევს. ასეა თუ ისე, რადგან „პალესტინის პრეცედენტი“ უკვე შედგა, დიდი ალბათობით, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე?

- ვფიქრობ, ამ აღიარებამ ნათლად აჩვენა, რომ პალესტინის აღიარების საკითხი შეუქცევად ხასიათს წარმოადგენს. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ომი ღაზაში, მით უფრო იმატებს მუხტი პალესტინელების დასახმარებლად. ამავდროულად, არ მგონია, რომ ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუძლია რამე არსებითის შეცვლა.

ის, რაც იქონიებს უფრო დიდ გავლენას მიმდინარე პროცესებზე, ეს არის აშშ-ის დაჟინებით საუდის არაბეთის მიერ ისრაელის აღიარების შესაძლებლობა პალესტინის სახელმწიფოს არსებობის სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, საუდის არაბეთს თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, როგორიც არის ამერიკელებისგან თავდაცვის სფეროში მეტად მჭიდრო ურთიერთობა, უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ბირთვული ტექნოლოგიების მიღება.

ვფიქრობ, ამ აღიარებამ ნათლად აჩვენა, რომ პალესტინის აღიარების საკითხი შეუქცევად ხასიათს წარმოადგენს. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ომი ღაზაში, მით უფრო იმატებს მუხტი პალესტინელების დასახმარებლად. ამავდროულად, არ მგონია, რომ ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუძლია რამე არსებითის შეცვლა

ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რადგან, პრაქტიკულად გზას უხსნის ერ-რიადს მომავალში ბირთვული შეიარაღება განავითაროს ირანის დასაბალანსებლად.

- ვხედავთ, რომ ომი ღაზაში გრძელდება, თუმცა ახლო აღმოსავლეთში სხვა პოლიტიკური პროცესები ხდება.

სხვადასხვა მედიასაშუალებებით საუდის არაბეთი და აშშ ახლოს არიან დიდ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთი ისრაელს აღიარებს. სანაცვლოდ, კი არაბეთის სამეფო ამერიკულ შეიარაღებას, თავდაცვის გარანტიებს და ბირთვული ტექნოლოგიების ელემენტს მიიღებს.

რამდენად დიდია მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების ალბათობა? თუ მართლაც ასე მოხდა, ეს რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე?

- 2023 წლის მარტში საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ერ-რიადი და თეირანი მოწინააღმდეგეებად რჩებიან. ორივე მიისწრაფვის რეგიონში გავლენის გაზრდისკენ. რადგან ირანს ამისთვის მეტი რესურსი გააჩნია, საუდელებს სურთ ისლამური რესპუბლიკის ეს ძალა დააბალანსონ აშშ-სთან მეტად მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობებით. ვაშინგტონს სურს საუდის არაბეთსა და ისრაელ შორის ურთიერთობების დალაგებას მიაღწიოს, რითაც პრაქტიკულად მოხდება ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ისრაელსა და ისლამურ სამყაროს შორის მორიგების კუთხით.

ერ-რიადი და თეირანი მოწინააღმდეგეებად რჩებიან. ორივე მიისწრაფვის რეგიონში გავლენის გაზრდისკენ. რადგან ირანს ამისთვის მეტი რესურსი გააჩნია, საუდელებს სურთ ისლამური რესპუბლიკის ეს ძალა დააბალანსონ აშშ-სთან მეტად მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთობებით

ირანი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგია, ისევე როგორც მისი მოკავშირეები, ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები და სხვა ჯგუფები. არ არის შემთხვევით, რომ ჰამასმა ისრაელზე შეტევა 2023 წლის ოქტომბერში ზუსტად მაშინ მიიტანა, როდესაც, მედიაში არსებული მონაცემებით, ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმების დიდი შანსი არსებობდა.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს (და ზოგადად ისლამურ სამყაროს) შორის არსებითად ახალი ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

ირანი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგია, ისევე როგორც მისი მოკავშირეები, ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები და სხვა ჯგუფები. არ არის შემთხვევით, რომ ჰამასმა ისრაელზე შეტევა 2023 წლის ოქტომბერში ზუსტად მაშინ მიიტანა, როდესაც, მედიაში არსებული მონაცემებით, ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმების დიდი შანსი არსებობდა

ამერიკისთვის ეს იქნება დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რადგან იქნება გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც ტრამპის დროს დაიწყო და „აბრაამის შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი.

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება იმითაც იქნება საინტერესო, რომ ვაშინგტონი შეეცდება ერ-რიადის გამიჯვნას რუსეთსა და ჩინეთისგან. ბოლო წლების განმავლობაში საუდელები მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებდნენ მოსკოვთან და პეკინთან, რითაც ერთგვარ მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ. ვაშინგტონს სურს ამის შეცვლა და პოტენციური შეთანხმება საუდის არაბეთთან ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ყოვლისმომცველი შეთანხმება იმითაც იქნება საინტერესო, რომ ვაშინგტონი შეეცდება ერ-რიადის გამიჯვნას რუსეთსა და ჩინეთისგან

- უკვე ვიცით, რომ ირანის ისლამური სახელმწიფოს პრეზიდენტ რაისისა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ირანში 50 დღეში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ვიცით, რომ საჰაერო კატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტი რაისი ხამეინის ერთ-ერთ მემკვიდრედ იყო აღქმული. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტ რაისის დაღუპვა ირანის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე? სავარაუდოდ, რა მიმართულებით განვითარდება ირანში პროცესები?

- რაისი ხამენეის ერთ-ერთ მემკვიდრედ იყო მიჩნეული. მეორე ასეთი კანდიდატი უშუალოდ უზენაესი ლიდერის ერთ-ერთი შვილია. ამ ბოლო დროს გამოითქვა ვარაუდი, რომ მემკვიდრე ასევე შეიძლება ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის ხომეინის შვილიშვილიც იყოს. ზუსტად ამიტომაც, რაისის დაღუპვა მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ამ ბრძოლაში.

ირანის პოლიტიკურ ელიტას ისიც აწუხებს თუ რამდენად სწორი იქნება ხამენეის შვილის აღზევება უზენაესი ლიდერის პოზიციაზე. შიიტები ისტორიულად მამიდან შვილზე უმაღლესი ძალაუფლების გადაცემის წინააღმდეგ არიან. სასულიერო პირებს მოუწევთ მრავალი ახსნა-განმარტება გააკეთონ ხამენეის შვილის უზენაეს ლიდერად გახდომის შემთხვევაში.

რაისი ხამენეის ერთ-ერთ მემკვიდრედ იყო მიჩნეული. მეორე ასეთი კანდიდატი უშუალოდ უზენაესი ლიდერის ერთ-ერთი შვილია. ამ ბოლო დროს გამოითქვა ვარაუდი, რომ მემკვიდრე ასევე შეიძლება ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის ხომეინის შვილიშვილიც იყოს. ზუსტად ამიტომაც, რაისის დაღუპვა მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ამ ბრძოლაში

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირანული პოლიტიკა არაპროგნოზირებადია და სავსებით შესაძლოა ხამენეის შემდეგ სრულად უცნობი ადამიანი გამოჩნდეს ასპარეზზე.

- 2024 წლის წლის დასაწყისში „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „2024 წელს და დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც რუსეთ - ირანის უპრეცედენტო დაახლოების მომსწრები ვიქნებით“.

რაისის დაღუპვის შემდეგ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ერთი მხრივ რუსეთ-ირანის, ხოლო მეორე მხრივ ირან-ჩინეთის ურთიერთობებში?

- რუსეთ-ირანის ურთიერთობები არ შეიცვლება, რადგან თეირანის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ქვეყნის უზენაესი ლიდერი წარმართავს. ირანის საგარეო პოლიტიკის ამ ეტაპზე კი საჭიროა რუსეთთან მეტად დაახლოება.

ეს იმ საერთო მიზნებს ემთხვევა, რომელიც ამ ორ ქვეყანას გააჩნია, კერძოდ, კოლექტიურ დასავლეთთან პაექრობა არსებული მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად.

რუსეთ-ირანის ურთიერთობები არ შეიცვლება, რადგან თეირანის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ქვეყნის უზენაესი ლიდერი წარმართავს

მოსალოდნელია სამხედრო, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში მოსკოვსა და თეირანს შორის განსაკუთრებული თანამშრომლობა.

ეს კარგად ჩანდა პუტინის ბოლო განცხადებაში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა ურთიერთობების გაღრმავების სურვილზე იმის და მიუხედავად თუ ვინ იქნებოდა ირანის მომავალი პრეზიდენტი.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი