შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას - სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა და არც აფხაზებსა და ოსებს მიმართა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს.

„არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხდები, მან თავის გამოსვლაში ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა, აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს საერთო ჯამში აჩვენებს, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ მთავარი გამორჩა, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება