შალვა პაპუაშვილი - ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით და სწორი პროპორციული დონე იყო შემოღებული, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება

ვფიქრობ, ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით და სწორი პროპორციული დონე იყო შემოღებული იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტოს განხილვის დროს დაუშვებენ, თუ არა ონლაინ მედიის ჟურნალისტებს“.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე პროცესებს 100-მდე ტელემედიის ჟურნალისტი აშუქებდა.

„როგორც იცით უსაფრთხოების რეჟიმები პარლამენტში არის ხოლმე, რაც გამოწვეულია სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და ხანდახან მისი კუთვნილი მედიის რადიკალური ქმედებებიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დაცული იყოს სამუშაო გარემო, ეს რეჟიმები ემსახურება უპირველეს ყოვლისა პრევენციას, რომ სამუშაო გარემოს ხელი არ შეეშალოს. რა თქმა უნდა, აქ რაღაც ინდივიდუალური ზომებისთვის იცით, რომ სხვა გადაწყვეტილებები არსებობს აკრედიტაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეჟიმს, როგორც იცით, რეჟიმი გარკვეულ სეგმენტებს მოიცავს, ვიზიტორებს ან ნაწილობრივ მედიას და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ ორმა თვემ გვაჩვენა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით და სწორი პროპორციული დონე იყო შემოღებული იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოფილიყო მედიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება. თუ არ ვცდები, ამ დღეებში პარლამენტში 100-მდე ჟურნალისტი იყო (ვგულისხმობ ტელემედიას), ამავე დროს მთლიანად პარლამენტის სხდომა გადაიცემა სხვადასხვა პლატფორმით. ჟურნალისტების პარლამენტში ყოფნა გულისხმობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდებას, ეს არის უზრუნველყოფილი, შესაძლოა ზოგიერთი ჟურნალისტი კონკრეტულ მომენტში პარლამენტში ვერ ხვდებოდეს, შეიძლება გარკვეული ჟურნალისტისთვის დისკომფორტი იყოს, ჩვენი მთავარი სამიზნე არის მოსახლეობა და როდესაც 100 ჟურნალისტი არის პარლამენტში და ყველა პლატფორმით გადაიცემა, რა თქმა უნდა, მოსახლეობას სრული ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე საქმიანობის შესახებ აქვს. არცერთი, რაიმე წუხილი მოსახლეობის მხრიდან არ გვსმენია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს