სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა - აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, კობახიძემ ჯარის წინაშე სახელმწიფო ომში კვლავ დაადანაშაულა.

„მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს, არ მახსენდება. ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში. აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი. საერთაშორისო სანქციების დაწესება სწორია, მაგრამ დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოუტანოს ამ მოღალატე რეჟიმს საბოლოო განაჩენი. ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი“, - წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა