ანა წითლიძე გიორგი მსხილაძეს - რადგან აქ ცდილობენ, პრეზიდენტის ვეტო დაიწუნონ, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის დასკვნიდან მოიყვანოთ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ციტატები

რადგან აქ ცდილობენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიწუნონ, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის დასკვნიდან, სადაც სამართლებრივადაა დასაბუთებული და რომელიც დაცლილია პოლიტიკური შეფასებებისგან, მოიყვანოთ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ციტატები - გაახმოვანოთ კიდევ ერთხელ ეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პირდაპირ უთხრეს ხელისუფლებას, რომ ეს არის კანონი, რომელიც არ ექვემდებარება გადახედვას, გაუმჯობესებას და ამ კანონს გაუქმება სჭირდება, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ.

მანამდე წითლიძემ მმართველ გუნდს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეახსენა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ოხანაშვილმა წითლიძეს ეს გამოსვლა შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ კითხვა მომხსენებლის მიმართ დასვას.

„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოგიწოდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ სხედხართ და ცდილობთ, რომ ეს კანონი გაამართლოთ - გადადგათ სწორი ნაბიჯები, სწორი მიმართულებით და შეგახსენათ, რომ სხვა შემთხვევაში აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. ვერავინ მოთვლის, მერამდენე განცხადებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან - იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მთავარი გარანტორები არიან. მესმის, რომ უმრავლესობის წევრების მთავარი მიზანი ისაა, რომ ალბათ, ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცონ...“,- განაცხადა წითლიძემ, რის შემდეგაც მას ანრი ოხანაშვილმა საუბარი შეაწყვეტინა და მიკროფონი გაუთიშა.

„შეკითხვა არ გაქვთ? მონოლოგი დაიწყეთ და არ შეგაჩერეთ, მაგრამ გახსენებთ, რომ აქ შეკითხვები უნდა დასვათ მომხსენებელთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, გავუთიშავ მიკროფონს“,- მიმართა ოხანაშვილმა წითლიძეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო