გიორგი მსხილაძე - როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ვერ მათქმევინებთ იმას, რაც გინდათ რომ ვთქვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში, მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არის კანონპროექტის სათაური ცუდი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შესთავაზა დაეკონკრეტებინა თითოეული მუხლთან დაკავშირებული შენიშვნები.

„რატომ არის სათაური ცუდი? რას გვთავაზობთ მის ალტერნატივად, ეს სათაური რით შევცვალოთ? ისიც დაგვიფიქსირეთ, სათაურზე პასუხს გვაძლევთ თუ არა, ეს გვითხარით?“- აღნიშნა ოხანაშვილმა, რაზეც მსხილაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს ამ კითხვას უპასუხოს.

ანრი ოხანაშვილმა მსხილაძესთან კითხვის დაზუსტება კვლავ სცადა, რატომ არ სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რასაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა, რომ „იმიტომ!“

„როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ვერ მათქმევინებთ იმას, რაც გინდათ რომ ვთქვა. შემიძლია ჩამოგითვალოთ მიზეზები რატომ არის ეს კანონი მიუღებელი. არცერთ მუხლზე არ გაძლევთ განმარტებას. არცერთ მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყვებით, გარდა მე-11 მუხლისა. რატომ არ გპასუხობთ? იმიტომ, სხვანაირად არ გესმით და რა გავაკეთო?!“ - განაცხადა მსხილაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება