პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანრი ოხანაშვილს - ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი

ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტზე.

მანამდე კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს დასაბუთებული და მოტივირებული წინადადება არ წარუდგენია და ეს იმ ფონზე, როდესაც საუბარი იმაზეა, რომ კანონი პრობლემას წარმოადგენს.

„ამბობთ, რომ შინაარსობრივ განხილვასა და მუხლებში ვერ შევალო, ეს თუ ნორმალურია? მესმის, რომ აქ ხმამაღლა ვერ იტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ამას მიხვდებით“, - მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ მან ზუსტად გასცა პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლის მანდატიც ჰქონდა.

„მუხლობრივ განხილვაში მე ვერ შემოვიდოდი და ჩემგან დარღვევად ის თუ გგონიათ, რომ კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შემოგყევით, ამით რაღაც დავარღვიე და ვისაც წარმოვადგენ, კომპეტენცია და გაკვეთილები ჩამიტარეთ, იურიდიული კომიტეტისთვის ეს მიუღებელია. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რომელიც მესამე მოსმენით 67 წამში დაამთავრეთ, ბატონო ანრი, ეს „ნორმალურია“, მარათონია, თუ კომიტეტი? ეს არის საკითხავი. პრეტენზიები ჩემთან ნუ გექნებათ, ძალიან გთხოვთ“, - განაცხადა მსხილაძემ.

ამის შემდეგ, მას ოხანაშვილმა კითხვით მიმართა, დაესახელებინა, რა დროში სრულდება მესამე მოსმენით განხილული საკითხები, რა დროში სრულდება კომიტეტი.

„67 წამში დამთავრებული რომელიმე კომიტეტი დამისახელეთ, გინდა მესამე იყოს და გინდა მეოთხე“,- უპასუხა გიორგი მსხილაძემ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც თავის მხრივ ასეთი პასუხი გასცა: „არაერთი“.

ამის შემდგომ ოხანაშვილმა მსხილაძეს შეკითხვა კიდევ დაუსვა.

„ბატონო გიორგი, მომესმა, თუ მართლა თქვით, რომ პრეზიდენტმა მუხლობრივ განხილვაში შესვლის მანდატი არ მოგცათ?“ აღნიშნულ კითხვაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პასუხი ოხანაშვილისადმი იყოს ის, რომ მას ეს „მოესმა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო