რომან გოცირიძე - „აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ დეპუტატი, რომელიც ამავე დროს ბიზნესმენია, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა სანქციები აღასრულონ?

„აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ ჩვენი პარლამენტის წევრი, რომელიც ამავე დროს არის ბიზნესმენი, მაგრამ არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა სანქციები აღასრულონ? სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება აბსურდია - სანქციების დაწესებას სასამართლო არ სჭირდება,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, როდესაც ისაუბრა განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმები ვრცელდება მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ“.

გოცირიძემ თურნავას ჰკითხა, როგორ იმუშავებს მისი ბრძანებულება დღევანდელ ვითარებაში და ხომ არ შეუქმნის ეს სერიოზულ რისკს ქვეყნის ფინანსურ სისტემას.

სანქციების კონტექსტში რომან გოცირიძემ ასევე თქვა, რომ ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევა „გამოცხადებული ღალატის ქრონიკა იქნება“, რაზეც მას კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ უთხრა, რომ „ღალატი ისაა, უცხოელები რომ ურჩევნია“.

„თქვენ არ გიხსენებიათ თქვენ მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომელიც სანქციების აღსრულებას ეხება. როდესაც პლენარულ სხდომაზე წარდგებით, შეიტანთ თუ არა კორექტივებს იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც სანქციებს უკავშირდება და რაც უკვე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა? როგორ იმუშავებს თქვენი ბრძანებულება დღეს, ამ ვითარებაში და ეს ხომ არ შეუქმნის სერიოზულ რისკს ქვეყნის ფინანსურ სისტემას?

სანქციები საქართველოში აღსრულდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასამართლომ დაამტკიცა პირის ბრალეულობა. ეს არის თქვენი განკარგულების შინაარსი, მაგრამ პირებს სანქციებს რაიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამო არ უწესებს ამერიკის შეერთებული შტატები. არავინ მოუკლავს, მაგალითად, ვიღაც თინა კანდელაკს (იმიტომ ვახსენებ, რომ ქართული წარმომავლობისაა, მაგრამ ქართველობასთან არანაირი კავშირი არ აქვს); ან რომელიღაც სალავიოვს, რომელიც რუსეთში ზის და პროპაგანდისტულ გადაცემებს აკეთებს.

„აგენტის კანონისთვის“ რომ დაასანქცირონ ჩვენი პარლამენტის წევრი, რომელიც ამავე დროს არის ბიზნესმენი, მაგრამ მას არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია - რა უნდა დაადგინოს საქართველოს სასამართლომ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა აღასრულონ სანქციები? ამიტომ იყო რომ ვაპროტესტებდით, რადგან აბსურდია, სასამართლოს მიერ ბოლო გადაწყვეტილების მიღება. სანქციების დაწესებას სასამართლო არ სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სია არ არის, იმ წუთას გამოჟონავს, რომელი ადამიანი დასანქცირდა. როგორც კი, ხვალ ვეტოს დაძლევენ, იმ წუთას იგრძნობენ, ოღონდ ირიბად. ხვალ იქნება გამოცხადებული ღალატის ქრონიკა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა ინტერვენციებს. გოცირიძემ თურნავას შეკითხვა დაუსვა ეროვნული ბანკის მიერ აპრილში განხორციელებულ 73 მილიონიან ინტერვენციაზე და თქვა, რომ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

„როგორ შეიძლება, რომ 55 დღის შემდეგ ვიგებდეთ, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა თუ არა. აპრილში 73 მილიონი გიყიდიათ. აპრილის თვის გავიგეთ ახლა, 25 რიცხვში. რა ფილოსოფიაა, რა საიდუმლოებაა?! 73 მილიონი იყიდეთ აპრილში, როდესაც საზოგადოებაში იყო შფოთვები, რომ ლარი უფასურდებოდა. როგორ შეიძლება ლარი უფასურდებოდეს, როდესაც, აქეთ ყიდულობთ დოლარებს?! ნუთუ ვერ იგრძენით, რომ რაღაც ხდებოდა და ლარს შეიძლებოდა გაუფასურება დაეწყო? 60 მილიონი ერთ დღეში დაკარგეთ. თუ 60 მილიონის ინტერვენციებს, იმავე წამში, 17:00 საათზე ვიგებთ, 73 მილიონის ინტერვენციას რატომ ვერ ვიგებთ თუნდაც 1 კვირის თავზე?“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ასევე სთხოვა, დააფიქსიროს პოზიცია ეროვნული ბანკის საბჭოს ტრანსფორმაციის საჭიროებაზე.

„ეთანხმებით თუ არა ჩემეულ ვერსიას ეროვნული ბანკის საბჭოს ტრანსფორმაციის შესახებ ისე, რომ მათი როლი გაიზარდოს?“,- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო