ხატია დეკანოიძე - ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო - ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება

ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა - ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები განიხილეს, “ქართული ოცნების” მხრიდან ძველ ბიჭურად და ქუჩურად ხდებოდა საქმის გარჩევა”.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მიკროფონს ურთავდა. ვეტო იურიდიულ კომიტეტზე ოფიციალურად არის დაძლეული ყოველგვარი პროცედურების დარღვევით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ რეალურად წარმოედგინა ყველა შენიშვნა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა. ალბათ, ხვალ გამოიტანენ სესიაზე ვეტოს დაძლევას. შეგვეძლება გიორგი მსხილაძეს კითხვები დავუსვათ. კომიტეტზე კი დღეს წარმოუდგენელი დარღვევა მოხდა. ძველბიჭურად, ქუჩურად იყო საქმის გარჩევა, “ქართული ოცნებიდან” ვინც იყო ყველა აქტიურობდა. ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა. ალბათ, ღირსები არიამ ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება”,- აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ქვეყნის მოღალატის დამღა ძალიან მძიმეა და შთაბეჭდილება დარჩა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები ნერვიულობენ, რადგან არ აქვთ პასუხი სანქციებზე.

ჩემი აზრით, ნერვიულობენ. არ აქვთ პასუხი სანქციებზე, სისულელეს ამბობენ. შეფიქრიანებულები არიან. სწორად მივდივართ ყველა, მუხტი უნდა გაგრძელდეს.

ქვეყნის მოღალატის დამღა ძალიან მძიმეა და ეს უნდა ატარონ მთელი ცხოვრება”- აღნიშნა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ხატია დეკანოიძე - ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო - ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება

ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა - ღირსები არიან ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები განიხილეს, “ქართული ოცნების” მხრიდან ძველ ბიჭურად და ქუჩურად ხდებოდა საქმის გარჩევა”.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მიკროფონს ურთავდა. ვეტო იურიდიულ კომიტეტზე ოფიციალურად არის დაძლეული ყოველგვარი პროცედურების დარღვევით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ რეალურად წარმოედგინა ყველა შენიშვნა, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა. ალბათ, ხვალ გამოიტანენ სესიაზე ვეტოს დაძლევას. შეგვეძლება გიორგი მსხილაძეს კითხვები დავუსვათ. კომიტეტზე კი დღეს წარმოუდგენელი დარღვევა მოხდა. ძველბიჭურად, ქუჩურად იყო საქმის გარჩევა, “ქართული ოცნებიდან” ვინც იყო ყველა აქტიურობდა. ჩემი პოზიციით, ივანიშვილის მსახურებმა და ქვეყნის მოღალატეებმა უნდა დაძლიონ ვეტო. რეკომენდაციას მივცემდი, რომ ეს ვეტო დაძლიონ, რათა საბოლოოდ გაუფორმონ მოქალაქეებს საკუთარი წარმოდგენა. ალბათ, ღირსები არიამ ამ დამღით და სიმძიმით იარონ მთელი ცხოვრება”,- აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ქვეყნის მოღალატის დამღა ძალიან მძიმეა და შთაბეჭდილება დარჩა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები ნერვიულობენ, რადგან არ აქვთ პასუხი სანქციებზე.

ჩემი აზრით, ნერვიულობენ. არ აქვთ პასუხი სანქციებზე, სისულელეს ამბობენ. შეფიქრიანებულები არიან. სწორად მივდივართ ყველა, მუხტი უნდა გაგრძელდეს.

ქვეყნის მოღალატის დამღა ძალიან მძიმეა და ეს უნდა ატარონ მთელი ცხოვრება”- აღნიშნა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის