პაატა კვიჟინაძე - პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! - რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ?

პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი [გოცირიძე] ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა და საერთოდ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ? - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმინეს, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეპუტატებს შორის სწორედ სანქციების თემაზე. უფრო კონკრეტულად, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების აღსრულებაზე მექანიზმზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამაც უმრავლესობის დეპუტატების კრიტიკა და სხვადასხვა რეპლიკა გამოიწვია. მათ შორის, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გოცირიძეს შემდეგნაირად მიმართა: „ისევ იგივეს აკეთებთ, ისევ დაკვეთებით მოქმედებთ“.

გოცირიძემ კი კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან უთხრა: „კი არ მიხარია, მაგრამ ღირსი ხართ, მეცოდებით, დაგასანქცირებენ იცოდეთ“.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებას, როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, ვინც თანამოქალაქეების სანქცირებაზე საუბრობენ, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეები არ უყვართ.

„ჯერ ერთი, სანქცია რის გამო უნდა დააწესონ? - მე მაქვს ეს კანონი, მაგრამ შენ თუ მიიღებ, სანქციას გიწესებო. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ - დავფიქრდი, პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა და საერთოდ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ? ჩვენთვის არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა და რა გიხარიათ, ვერ გავიგე. ან რუსეთზე რომ საუბრობთ, „ნაციონალური მოძრაობაა“ აგენტი - გადაეცით ყველაფერი და ომი წამოიწყეთ და „ქართულმა ოცნებამ“ ეგეთი რა გააკეთა, გარდა იმისა, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით? ამიტომ, ნუ ეფარებით ნურაფერს. თქვენ, ვინც ამაზე საუბრობს, არ გიყვართ თქვენი სამშობლო და მოქალაქეები“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია