ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყების სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას უძღვებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ეკონომიკური წინსვლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებსა და სამომავლო განვითარების მთავრობისეულ ხედვაზე.

„საჯარო მოხელეებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. საუბარი წარიმართა ასევე მთავრობის პოლიტიკურ კურსზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქვეყნის უმაღლეს პირთან საჯარო მოხელეების კომუნიკაციის ასეთი ფორმატი. მისი თქმით, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საჯარო მოხელეებს ქვეყნის პირველ პირთან უშუალო ურთიერთობის დროს საშუალება ეძლევათ, განიხილონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მიიღონ ინფორმაცია მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთა თანამონაწილეებიც თავად არიან.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეორე სამთავრობო უწყებაა, რომლის წარმომადგენლებსაც პრემიერ-მინისტრი შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს