ირაკლი ქადაგიშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით აშშ-სთან თუ ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ დაზიანდება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით აშშ-სთან თუ ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ დაზიანდება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ! კანონი ამ ურთიერთობის არც ერთ ასპექტს არ ეხება! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით სანქცირებას არ ექვემდებარება, სანქცია არის კონტრპროდუქტიული, არაეფექტური და სანქციით შანტაჟი მიზანს ვერ მიაღწევს.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაცნობიეროს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონები მიიღოს და ასეთი სუვერენიტეტით აღჭურვილი საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი იყოს.

“დღეს ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა კანონპროექტზე, რომელსაც ვეტო პრეზიდენტად წოდებულმა დაადო. გუშინ, ჩვენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იმ საცოდავ მდგომარეობას ვუსმენდით, როდესაც ვეტოს დამდებს არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა - სამართლებრივი შენიშვნაც კი არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, რატომ არის ის რუსული, რატომ არის დისკრიმინაციული, რატომ არის ანტიდემოკრატიული. ამ კანონის გარშემო ათასი ცოდვა ითქვა, მაგრამ არასდროს არ თქმულა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.

ამიტომ ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით - ადამიანის სექსუალური ცხოვრებიდან დაწყებული, დამთავრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლით. ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც კი დედამიწის ზურგზე ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს, ოღონდ არ იყოს ლაპარაკი, რომ გამჭვირვალობის არის დემოკრატიის და ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა.

როდესაც სამართლებრივი არგუმენტები ამოწურულია, ხდება იმით შანტაჟირება, რომ გინდა თუ არა საქართველოს სანქციები დაემუქრება, სანქციები დაემუქრება დეპუტატებს და ასე შემდეგ.

სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით სანქცირებას არ ექვემდებარება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ, კანონი ამ ურთიერთობის არც ერთ ასპექტს არ ეხება.

ამ ვითარებაში სანქციებზე საუბარი ამ ურთიერთობებისთვის არის კონტრპროდუქტიული, დამაზიანებელი და მათ ინტერესებშიო შედის, ვისაც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები არ მოსწონს.

ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიზნები არ შეგვიცვლია. ყველას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მოვუწოდებთ - ამ ურთიერთობებით ვიყოთ ორმხრივად ღია, არა ორმაგი სტანდარტებით, გავიზიაროთ ერთმანეთის კანონიერი წუხილები და ვიაროთ ერთმანეთთან დაკავშირების გზით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო