თეონა აქუბარდია უმრავლესობას - გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?!

გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?! -ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

აქუბარდიას განცხადებით, პაპუაშვილი რუსეთის პროპაგანდის მთავარ გამხმოვანებლად იქცა.

„როდესაც თქვენ კითხვას გისვამენ ვიზიტებზე, თქვენ ამბობთ, რომ არაღიარების პოლიტიკით დადიოდით. დღეს ჩვენ გვეუბნებით, რომ არაღიარების პოლიტიკა არ არსებობს. ჩემთვის გასაგებია ისიც, რატომ აღარ იღებთ ხმას ანექსიის იმ ფაქტებზე, რომელსაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს. გასაგებია ჩემთვის ის, თუ რა გზას დაადექით რუსეთის სასარგებლოდ. დღეს, როდესაც საქართველოს ისტორია იწერება პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე და როდესაც კიდევ ერთხელ გვიწევს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, არამედ ოკუპანტი სახელმწიფოს შემხიდებელ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ქართველი ხალხი მოიგებს და თქვენ დაასრულებთ თქვენს სამარცხვინო საქმიანობას ქვეყანაში“, - მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.

მის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა: „ქალბატონო თეონა, არ ვიცი, თქვენ საერთოდ ისტორიაში შეხვალთ თუ არა და როგორ, მაგრამ ჩემს პირად ისტორიაში შეხვალთ, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი ყველაზე მეტი ინტერვიუ ვერ გაიგო“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში