რომან გოცირიძე უმრავლესობას - საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს - ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული!

საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს! ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების რეალური მიზანი რუსულია და ეს მიზანია თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება, ავტორიტარული რეჟიმის შექმნა და ძალაუფლების გახანგრძლივებაა.

“ეს მიზანი გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, რომლის მისაღწევად მას უღირსი მარიონეტები ჰყავს დაქირავებული - არ გაქვთ ნებელობა, სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ!“, - განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს