არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან, ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი

დამდგარა ჟამი, როდესაც მმართველებს შეშლიათ, ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ - არა! გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან. ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა და მათ შორის დრამატული შეცდომა, მთავარია ყველაზე კრიტიკულ მომენტში რა არჩევანს გავაკეთებთ.

„მეჩვენება, რომ არაფერი დარჩა სათქმელი, ყველაფერი ნათქვამია. ერთადერთი, რაც დარჩა ეს არის მოქმედება. კიდევ უფრო აქტიური მოქმედება, მიზანმიმართული, იმ მიზნის მისაღწევად, რომ აღარასდროს, საქართველოში არცერთი მმართველობის პირობებში, არავის დაებადოს თუნდაც იდეა, რომ დაუპირისპირდეს ხალხის ნებას, კონსტიტუციისა და ისტორიულ-ეპოქალურ არჩევანს ევროპის სასარგებლოდ.

არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ამ უმძიმესმა ორმა თვემ, ყველაფერმა ნათლად აჩვენა ჩვენი საზოგადოების საუკეთესო მხარე. ვუყურებ, ვუსმენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და ვხვდები, რომ საქართველო არის საუკეთესო ხელში. ვხვდები, რომ მოუსყიდველი თაობა მოდის. თაობა, რომელიც დაცლილია საბჭოთა გადმონაშთისგან. თაობა, რომელიც ლაღია და რომელსაც შეუძლია გათვალისწინება. ჩვენი უპრეცედენტო კრიზისის მიზეზი, სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის გათვალისწინება. გათვალისწინება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ იქნებოდა საჭირო ამდენჯერ რუსთაველის გადავსება, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების გადავსება. საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ათეული ადამიანის მოსაზრება, რომელსაც მთავრობა გაითვალისწინებდა.

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს გადადგომის კულტურა, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. გადადგომის კულტურის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა ასეთ შემთხვევაში ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა, კრიზისს განმუხტვის საშუალებას მისცემდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა ეს შანსი სრულად, საბოლოოდ ამოიწურა, სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ქართველი ერი, ყველა პასუხისმგებელი და შეგნებული მოქალაქე ოპოზიციასთან ერთად და ყველა კეთილის მოსურნესთან ერთად, ემზადოს არჩევნებისთვის.

მაინც ისმის კითხვები, მაგალითად - ასეთ პირობებში, განსაკუთრებით, ამ კანონის მიღების შემდეგ, მოხერხდება თუ არა ამ არჩევნებამდე, უბრალოდ მისვლა, გადარჩენა. ეს ნამდვილად ეგზისტენციალური კითხვაა და ამ კითხვაზე პასუხი გვჭირდება. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ გამოსავალი საერთოდ არ დავტოვოთ. ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

ქართველი ხალხი ზურგს აქცევს ასეთ პოლიტიკოსს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რადგან შეუძლებელია ადამიანს არ მიეცეს შესაძლებლობა განსაზღვროს საკუთარი ბედი, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს. ასეთ რამეს საბჭოთა ხელისუფლებაც კი არ აკეთებდა. ვის შევადაროთ ეს მდგომარეობა, რასთან გვაქვს საქმე?

დამდგარა ჟამი, როდესაც მმართველებს შეშლიათ, ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ - არა! გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან. ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი. ვერასდროს გავიზიარებ იმ აზრს, რომ ადამიანი უნდა განვსაჯოთ იმით რა იყო გუშინ, არა! უმთავრესია რას ვაკეთებთ აქ და ახლა. ყველას შეიძლება გვქონდეს შეცდომა და, მათ შორის დრამატული შეცდომა, მთავარია ყველაზე კრიტიკულ მომენტს რა არჩევანს ვაკეთებთ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო