შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს - თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი

თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ხატია დეკანოიძის 9 - წუთიანი სიტყვით გამოსვლა, სადაც ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატზე ისაუბრა, კომპლექსების ამოძახილია, რადგან ის თავად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანია.

„ქალბატონო ხატია თქვენ ცადეთ, რომ გადაგეფარათ თქვენი სირცხვილი, ის, რომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას და პასპორტი გაყიდეთ უცხო ქვეყნის სამსახურზე, ის, რომ დღემდე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი ხართ. ეს 9 წუთიანი გამოსვლა, როგორც ჩანს, ამ კომპლექსების ამოძახილია. უნდა გეძახათ „ღალატი, ღალატი“ იმიტომ, რომ თქვენს გულში ვერ დაგიძლევიათ ის ღალატი, რომელიც თქვენ თავს აკადრეთ და დღემდე ამ ღალატში ხართ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ხართ დაკავშირებული დღემდე, მუშაობდით იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ,.როგორც უკრაინულ სამსახურებთან, ისე ამერიკულთან საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობდით და ამაზე ღიად საუბრობდით. კიდევ რომ იმუშავებ და რომ არ გრცხვენია და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირი რომ გეამაყებათ, აი, ეგ არის თქვენი პრობლემა და მთლიანად თქვენი მოძრაობის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება