შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა - არცერთი სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონი ეხება იმას, რომ „არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს“.

„ბატონმა ანრიმ [ოხანაშვილი] წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით და მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება