გიგი უგულავა - რუსეთი წააგებს, შესაბამისად, ივანიშვილი წააგებს და მერე არანაირი “ხარება” მას აღარ გაყვება იმიტომ, რომ თუნდაც ბრუტალური სისტემა წაგებულის დავალებას აღარ ასრულებს

“ხარება” არის ამათი სახე, კაცი ნერვულ-დეპრესიულ “ზაპოიშია". ამბობს, რომ ბავშვებს კი არ ვცემ, ცუდ ხალხს ვცემო. იმიტომ ამბობს, რომ როცა სახლში მიდის, შვილი ეუბნება, მამა ბავშვებს რატომ სცემო და ამის გამო აქვს “ზაპოი”. არაადამიანია! - ამის შესახებ იპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ინტერპრესნიუსს” გდდ-ს ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პარლამენტთან მყოფმა უგულავამ აღნიშნა, “ბიძინა ივანიშვილი არის რუსი”, “ქართული ოცნების” სახე კი “ხარებაა".

"კანონის მიღებას რომ პაპუაშვილი ხელს მოაწერს და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება, ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს კანონია? ან რა უნდა შეიცვალოს ამ კანონით? ამ კანონის მისაღებად ასეთი საზიზღრობები რომ ჩაიდინეს, მიღების მერე ხომ მეტად საზიზღად მოიქცევიან, მაგრამ არც ეს კანონი სჭირდებოდათ ამ საზიზღრობისთვის. აქ არის არჩევანი, ივანიშვილმა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, ეს კაცი არის რუსი და ამაზე კითხვები აღარ არსებობს. ვინც ამაზე კითხვებს სვამს, ან შეგნებული მატყუარაა ან მოქრთამული ან უსინდისო იდიოტი.

რაც შეეხება მომავალს, მეორე ფაზა, ბუნებრივია, იქნება უკვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური იმიტომ, რომ ეს უკვე არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. ძალიან ტყუილად ჰგონიათ, რომ საზოგადოებას “ნაცით”, “ქოცით” დაყოფენ, არა, საზოგადოების არჩევანი იქნება ევროპა და რუსეთი. რუსეთი წააგებს, შესაბამისად, ივანიშვილი წააგებს. მერე, როცა “ხარებას” დავალებას მისცემს, არანაირი “ხარება” მას აღარ გაყვება იმიტომ, რომ თუნდაც ბრუტალური სისტემა წაგებულის დავალებას აღარ ასრულებს. ამიტომ, მომდევნო პროცესი უკვე იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური. პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა უკვე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ამ კალაპოტში შევდივართ. ნურავის ნურაფრის შეეშინდება. “ხარება” არის ამათი სახე, კაცი ნერვულ-დეპრესიულ “ზაპოიშია". ამბობს, რომ ბავშვებს კი არ ვცემ, ცუდ ხალხს ვცემო. იმიტომ ამბობს, რომ როცა სახლში მიდის, შვილი ეუბნება, მამა ბავშვებს რატომ სცემ და ამის გამო აქვს “ზაპოი”. ის არაადამიანია, მაგრამ არაადამიანსაც აქვს რაღაც ინსტინქტები და ჩვენ ვიხილეთ სრულიად დეგრადირებული ადამიანი. ეს არის სახიფათო, როცა ასეთ დეგრადირებულს ძალაუფლება აქვს, მაგრამ ასეთი დეგრადირებული ვერანაირ არსებით კონსოლიდაციას და ძალაუფლებას ივანიშვილს ვერ მოუტანს. ასეთი დეგრადირებულები ივანიშვილთან ერთად ერთიანად გადაჯიშდებიან ძალიან მალე”, - განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება