ბადრი ჯაფარიძე - დღეს „ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მმართველობის დასრულებისკენ

დღეს „ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს შეაჩეროს ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ.

„ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ და სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას!“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება