მარკეტა გრეგოროვა - პირადად მე საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ არგუმენტია, ხალხმა დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზას ართმევს

მთლიანობაში, ამ კანონმდებლობას ყველაზე დიდი პრობლემა აქვს თავის მიზნებში, რადგან მიზანი, საგარეო ჩარევის დაძლევაა. უცხოური ჩარევა შეიძლება გახდეს ნებისმიერი და არა სახელმწიფოსთვის საზიანო, არამედ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისთვის საზიანო ქცევა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ „პალიტრანიუსსა" და „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა კანონის არსებობაში არ არის, არამედ ის, თუ როგორ არის შემუშავებული. გრეგოროვა განმარტავს, რომ ეს ნამდვილად ეხება გავლენისა და უცხოური ჩარევის განსხვავებას და განსაზღვრებას, თუ ვისზე მოახდენს ის გავლენას.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ შესაძლო რეგულაციების დაწესებას, ევროპარლამენტარი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება შემოდგომით მოხდეს.

„როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე პირადად ვიფიქრებდი და ვიმედოვნებდი, რომ ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილება. ახლა ძნელი სათქმელია, რას გამოიყენებს ახალი ევროპარლამენტი და ახალი კომისია. ბევრი მექანიზმი არსებობს, მათ შორის განიხილება თანხების გამოყოფის შეჩერება, რეფორმის გასაგრძელებლად და ევროპული გზისკენ, ასევე, უარეს შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა. ეს მოლაპარაკებები ამჟამად ევროპულ ქვეყნებში მიმდინარეობს, მაგრამ რას ფიქრობს ამაზე ახალი პარლამენტი და კომისია, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მან.

გრეგოროვას თქმით, ის საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ ეთანხმება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ ხალხმა იგრძნოს, თუ რას ართმევს მათ მთავრობა.

„მე პირადად არ ვარ ზომების დაწესების დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამის არგუმენტი არის ის, რომ თუ ხალხი ვერ ხედავს და არ აცნობიერებს, რომ ევროპულ გზას მთავრობა ართმევს მათ, მაშინ ევროპას მოუწევს მათი გაკეთება. ნახავენ რა შედეგები მოჰყვება ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას. იმედია, არჩევნებზე გადაწყვეტენ, არის თუ არა ეს ის, რაც მოსახლეობას სურს”, - აცხადებს გრეგოროვა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის